10 მაისი, 2026

ბარიატრიული ქირურგიადაჯავშნე კონსულტაცია
ერთ ანასტომოზიანი გასტროშუნტირება
გასტროშუნტირების ვარიანტი, რომლის დროსაც იქმნება ერთი ანასტომოზი კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის.
რა პრობლემებს აგვარებს
მორბიდული სიმსუქნე და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი.

დეტალური აღწერა:
ესაა ოპერაცია ბარიატრიულ ქირურგიაში, რომლის დროსაც კუჭისგან, გარკვეული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იქმნება პატარა ე/წ ტაკვი, ხოლო მისი ძირითადი ნაწილი ხელუხლებლად რჩება. შემდეგ, ასევე სტანდარტების მკაცრი დაცვით, ხდება წვრილი ნაწლავის შეერთება შექმნილ პატარა კუჭთან. გასტროშუნტირება შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი თანხმლები დაავდებების მქონე პაციენტებისთვის, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მაღალი არტერიული წნევა, ძილის აპნოე და სხვა. ოპერაციის ტიპი - რესტრიქციულ/მალაბსორბციული.