
ერითროფობია (ბლაშინგ სინდრომი)
სახის პათოლოგიური სიწითლე, რომელიც დაკავშირებულია სიმპატიკური ნერვის ჰიპერაქტივობასთან.
რა პრობლემებს აგვარებს
უეცარი და გამოხატული სახის სიწითლე.

დეტალური აღწერა:
ადამიანის საგანგაშო მდგომარეობაა სახის გაწითლების შიშის გამო.
სინონიმები: ბლაშინგ, ბლაშინგ-სინდრომი, სახის სიწითლე, ლოყების სიწითლე, სახის სტრესული ერითემა).
ფობია – შიში, ფსიქიური სიმპტომების კომპლექსია, არაკონტროლირებადი შიშის და შინაგანი სულიერი განცდების გამოვლენით, არასაჭირო განგაშით კონკრეტულ სიტუაციებში ან წინათგრძნობით.
სახის სიწითლე თავისთავად არ არის პათოლოგიური გადახვევა – ეს არის მწვავე რეაქტიული, რეფლექტორული გამოვლენა - პასუხი სირცხვილზე, მღელვარებაზე, რაც ითვლება ორგანიზმის დაცვით რეაქციად. მაგრამ, გაასმაგებული შეგრძნება შიშისა, ორგანიზმის დამცველობით გამოვლინებაზე, ითვლება ფსიქოლოგიურ მდგომარეობად, რომელიც ირგვლივ მყოფთა მიერ შესაძლო უარყოფით გამოძახილზე, სახის სიწითლე შესაძლოა აღთქმული იქნას, როგორც შიში, არცოდნა გარკვეული საკითხის ან არაგულწრფელობა. ერითროფობიის გამოვლინება განსაკუთრებით ჭარბობს გოგონებში, გარეგანი გამომეტყველების და მიმზიდველობის დაკარგვის შიშის გამო.