9 მაისი, 2026
Gastric Bypass
ბარიატრიული ქირურგია

გასტროშუნტირება

რესტრიქციული და მალაბსორბციული ოპერაცია, რომელიც ამცირებს კუჭის მოცულობას და ცვლის საკვების გავლის გზას.

რა პრობლემებს აგვარებს

მორბიდული სიმსუქნე, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, ძილის აპნოე.

დაჯავშნე კონსულტაცია

დეტალური აღწერა:

არის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც ტარდება ავადმყოფური სიმსუქნის მქონე ადამიანებზე (რომლებიც ძალიან ჭარბწონიანები არიან). ეს ქირურგიოული ჩარევა მიზნად ისახავს წონის გრძელვადიანი დაკლების მიღწევას საკვების შეწოვის შემცირებით და კუჭის ზომის შემცირებით. გასტროშუნტირება ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი თანხმლები დაავდებების მქონე პაციენტებისთვის, როგორიცაა: ტიპი 2 დიაბეტი მაღალი არტერიული წნევა, ძილის აპნოე და სხვა.



ოპერაციის დროს 2-4-ლიტრიანი ტევადობიდან, კუჭს ვქმნით 50 მლ-იან პატარა ჩანთად, რომელზეც მექანიკურად და სტანდარტების მკაცრი დაცვით მიუერთდება წვრილი ნაწლავის ერთი ბოლო, ხოლო მეორე ბოლო უერთდება თვით ნაწლავს. ოპერაციის ტიპი - რესტრიქციულ/მალაბსორბციული.