21 მაისი, 2026

მეტაბოლური ქირურგიადაჯავშნე კონსულტაცია
SASI ქირურგია
ერთ-ერთი რესტრიქციული და მალაბსორბციული ოპერაცია, რომელიც ამცირებს კუჭის მოცულობას და ცვლის საკვების გავლის გზას.
რა პრობლემებს აგვარებს
მეტაბოლური დარღვევები, სიმსუქნე, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, ძილის აპნოე.

დეტალური აღწერა:
SASI (Single Anastomosis Sleeve Ileal Bypass) ერთ-ერთი თანამედროვე ბარიატრიული ოპერაციაა, რომელიც აერთიანებს ორ მექანიზმს — კუჭის მოცულობის შემცირებას და ნაწლავური შეწოვის ნაწილობრივ შეზღუდვას.
ოპერაციის დროს კუჭი მცირდება ისე, როგორც Sleeve Gastrectomy-ის შემთხვევაში, შემდეგ კი მცირე ნაწლავის ნაწილი უერთდება კუჭს სპეციალური შეერთებით (ანასტომოზით). შედეგად, ადამიანი იღებს ნაკლებ საკვებს, უფრო სწრაფად გრძნობს დანაყრებას და ორგანიზმი ნაკლებ კალორიას ითვისებს.