11 მაისი, 2026
ETS
სიმპატიკური ნერვის ქირურგია

ორმხრივი თორაკოსკოპიული სიმპატოტომია

სიმპატიკური ნერვის ორმხრივი გადაკვეთა თორაკოსკოპიული მეთოდით.

რა პრობლემებს აგვარებს

ორმხრივი ჰიპერჰიდროზი და გამოხატული ერითროფობია.

დაჯავშნე კონსულტაცია

დეტალური აღწერა:

თორაკოსკოპიული სიმპატექტომია (ETS) - ყველაზე ეფექტური და თანამედროვე - მცირეინვაზიური მკუნალობის ქირურგიული მეთოდია.



თორაკოსკოპიული სიმპატექტომია - ეს არის სახის, თავის, ხელისგულების და იღლიების ჭარბი ოფლიანობის, სახის სიწითლის, რეინოს სინდრომის, კაუზალგიის და მიგრენის დროს თავის ტკივილების სამკურნალო ქირურგიული ჩარევა.



ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ჭარბი ოფლიანობა აწუხებს მოსახლეობის 4.8%-ს, რაც დაახლოებით 336 000 000 ადამიანია. აღნიშნულ პაციენტებში სიმპატიკური ნერვული სისტემის აქტივობა მკვეთრად გაძლიერებულია და არასასურველ სიტუაციებში (უმნიშვნელო სტრესულ მდგომარეობაში, მოსვენებულ და ცივ გარემო პირობებში და ა.შ.), იწვევს გაძლიერებულ ოფლიანობას სახის, თავის, იღლიების და ხელისგულების არეში და იშვიათად ფეხისგულების არეშიც. დღესდღეობით ჭარბი ოფლიანობის ანუ ჰიპერჰიდროზის მძიმე ფორმების დროს მკურნალობის არჩევის მეთოდად - თორაკოსკოპიული სიმპატექტომია ითვლება. საბედნიეროდ, პაციენტებისათვის, ვისაც აწუხებს და იტანჯება ჭარბი ოფლიანობით, სახის სიწითლით, რეინოს სინდრომით და კაუზალგიური ტკივილებით, ხელმისაწვდომია ქირურგიული მკურნალობა, რადგან მსოფლიოში არის რამდენიმე წარმატებული ქირურგი, რომელთაც აქვთ ამ მცირეინვაზიური ქირურგიული ჩარევის გამოცდილება, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც,  სრულდება მხოლოდ ჩვენი გუნდის მიერ. თორაკოსკოპიული სიმპატექტომია არის მკურნალობის მეთოდი, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ მუდმივი, მთელი ცხოვრების მანძილზე სიმპტომური მკურნალობის სანაცვლოდ, მიიღოთ მაქსიმალური შედეგი მინიმალური დანახარჯით და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის ხანმოკლე პერიოდით.

Thoracoscopic Sympathectomy | Dr. Koba Sakhechidze